ჯანდაცვა
ქვიშხეთში დაშავებულ ქალს გული აუმუშავეს
ხაშური-ბორჯომის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ქალი ხაშურის საავადმყოფოდან რეფერალურ ჯგუფს თბილისში გადაჰყავს. ახალგაზრდა ქალს, რომელსაც წყლიდან ამოყვანისას გულის გაჩერება დაუფიქსირდა, ხაშურის საავადმყოფოში ჩატარებული რეანიმაციული ღონისძიებების შედეგად გული აუმუშავდა, თუმცა, მისი მდგომარეობა კვლავ უკიდურესად მძიმეა.

მანამდე კი სასწრაფო დახმარების ცენტრში განაცხადეს, რომ მანქანაში მსხდომი ხუთივე პირი გარდაიცვალა. 

ხუთი ადამიანია გარდაცვლილი, აქედან სამი არის ბავშვი – 12 , 10 და 8 წლის. ერთი არის მამაკაცი, დაახლოებით 40 წლის და ერთი ქალბატონი, 30-40 წლის. ავტოსაგზაო შემთხვევას ჰყავდა სულ ხუთი მონაწილე და ხუთივე გარდაცვლილია. სასწრაფო დახმარებამ ადგილზევე დააფიქსირა ოთხი მათგანის გარდაცვალება, თუმცა ფორსმაჟორულ სიტუაციაში მაინც გადაიყვანეს კლინიკაში, ხოლო ერთი გამვლელებმა შეიყვანეს ხაშურის სამედიცინო დაწესებულებაში, თუმცა ისიც უკვე გარდაცვლილი იყო“.

ხაშურიდან ბორჯომისკენ მოძრავი  მსუბუქიმანქანა მდინარე მტკვარში ქვიშხეთთან გადავარდა. შემთხვევის შედეგად ადგილზე დაიღუპა სატრანსპორტო საშუალების მძღოლი და მანქანაში მყოფი 5-დან 10 წლამდე ასაკის 3 ბავშვი, ორი ბიჭი და ერთი გოგონა.
| Print |