ჯანდაცვა
ჩინეთში კორონავირუსისგან 243 პაციენტი გამოჯანმრთელდა

 

ჩინეთის ჯანდაცვის ორგანოს განცხადებით, ამ დროისთვის კორონავირუსისგან 243 პაციენტია გამოჯანმრთელებული და ისინი საავადმყოფოებიდან უკვე გაწერეს.

სამედიცინო დაწესებულების დატოვება ხდება იმ შემთხვევაში, როდესაც  სხეულის ტემპერატურა მინიმუმ, სამი დღის განმავლობაში ნორმალურ დიაპაზონში რჩება, ხოლო ნუკლეინის მჟავების ტესტი ორჯერ უარყოფით შედეგს აჩვენებს.

ბოლო მონაცემებით, კორონავირუსით 259 ადამიანი გარდაიცვალა.

 

| Print |