ჯანდაცვა
საქართველოში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

 

საქართველოს მოქალაქეს, 50 წლამდე მამაკაცს კორონავირუსის დიაგნოზი დაუსვეს. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა რამდენიმე წუთის წინ, საგანგებო ბრიფინგზე გააკეთეს. 

ინფიცირებული პირი საქართველოში აზერბაიჯანის გავლით, ირანიდან შემოვიდა. მინისტრის თქმით, მამაკაცი საბაჟოდან პირდაპირ კლინიკაში გადაიყვანეს და მას სხვა პირებთან კონტაქტი არ ჰქონია.

ტიკარაძემ აღნიშნა, რომ პრემიერ-მინისტრთან კონსულტაციის შემდეგ გადაწყდა, რომ ირანთან მიმოსვლა ორი კვირით შეიზღუდება.



საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე მოსახლეობას განუმარტავს, რომ საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის დაფიქსირების მიუხედავად, პანიკის საფუძველი არ არსებობს.


აღნიშნულის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. როგორც ტიკარაძემ აღნიშნა, პრემიერთან ერთად გადაწყვეტილება მიიღეს, რომ ირანთან ორი კვირით საზღვარი შეიზღუდოს.

| Print |