ჯანდაცვა
საქართველოში კორონავირუსის მესამე შემთხვევა დადასტურდა

 

საქართველოში ახალი კორონავირუსის მესამე შემთხვევა დადასტურდა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განუცხადა.

მისივე თქმით, ვირუსი საქართველოს მოქალაქეს დაუფიქსირდა, რომელიც ირანში იმყოფებოდა.
ახალგაზრდა მამაკაცი ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით 28 თებერვალს შემოვიდა. საზღვარზე თერმოსკრინინგის დროს, სხეულის ტემპერატურა დაუფიქსირდა, რის გამოც ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამირან გამყრელიძის თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

„დღეს დილას დაემატა მესამე დადასტურებული შემთხვევა. არის ჩვენი საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს ისტორია ირანში მოგზაურობის და მას აქვს კონტაქტი პირველ დადასტურებულ შემთხვევასთან, ისინი ერთად გახლდნენ ირანში, შემდეგ წამოვიდა ირანიდან სახმელეთო გზით, გადაკვეთა აზერბაიჯანის საზღვარი. გუშინ შემოვიდა საქართველოში, დაუფიქსირდა ტემპერატურა საზღვარზე, გადაყვანილი იქნა ინფექციურ კლინიკაში. აუღეს ნიმუში და დადასტურდა კორონავირუსული ინფექცია“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
| Print |