ჯანდაცვა
აბასთუმნის საკარანტინე ზონაში ახალგაზრდა მამაკაცი შეიყვანეს
აბასთუმნის ფილტვის ცენტრში ორკვირიან კარანტინს ახალგაზრდა მამაკაციც გაივლის. ის იტალიიდან საქართველოში ჩამოფრინდა, ქუთაისის აეროპორტიდან კი პირდაპირ საკარანტინე ზონაში გადაიყვანეს.

"26 წლის ბიჭია. ევროპიდან დაბრუნდა და აეროპორტში შემოწმების შემდეგ, ჩვენთან გადმოიყვანეს. წუხელ, დაახლოებით პირველ საათზე შემოვიდა, თავს კარგად გრძნობს", - გვითხრა კლინიკურმა მენეჯერმა კახა ბერიძემ.

ამ ეტაპზე, აბასთუმანში თერმოსკრინინგს 21 პირი გადის, აქედან ზოგი საქართველოს, ზოგი კი სხვა ქვეყნის მოქალაქეა. ადმინისტრაციის თქმით, ყველა მათგანი თავს კარგად გრძნობს, არც ერთს აღენიშნება სიცხე ან ვირუსისთვის დამახასიათებელი სხვა ნიშანი.
| Print |