ჯანდაცვა
ახალციხეში თვითიზოლაციაში მყოფი პირების რაოდენობა შემცირდა
ახალციხის მუნიციპალიტეტში, თვითიზოლაციიდან სამი პირი მოიხსნა. მათ ორკვირიანი საკარანტინო ვადა ჯანმრთელობის პრობლემების გარეშე ამოეწურათ. ექიმები დარწმუნდნენ, რომ ეს მოქალაქეები კორონავირუსის ინფექციის მატარებლები არ არიან.

ამ დროისთვის, ახალციხის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, თვითიზოლაციაში 11 პირი იმყოფება. მათი უმეტესობა საქართველოში იტალიიდან შემოვიდა. მოქალაქეებმა როგორც საჰაერო, ისე სახმელეთო საზღვარი გადმოკვეთეს.

სიცხე ან კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არც ერთ მათგანს აღენიშნება

| Print |