ჯანდაცვა
სამცხე-ჯავახეთში კარანტინსა და თვითიზოლაციაში მყოფთა რაოდენობა შემცირდა

 

სამცხე-ჯავახეთის შვიდ საკარანტინე ზონაში, ექვსი აპრილის მდგომარეობით, 262 პირი იმყოფება. მათგან 27 მოქალაქე ახალციხეში არსებულ საიზოლაციო სივრცეშია მოთავსებული, დანარჩენი კი ბაკურიანში, ხუთ სასტუმროშია გადანაწილებული. აბასთუმნის ფილტვის ცენტრში შექმნილ საკარანტინე ზონაში, ორი დღეა რისკ-ჯგუფის არც ერთი პირი არ ჰყავთ.

რეგიონის ექვს მუნიციპალიტეტში, თვითიზოლაციაში 17 პირი რჩება. აქედან 2-2 ნინოწმინდასა და ახალციხეში, 6 ახალქალაქში, 7 კი ბორჯომში.

 

| Print |