ჯანდაცვა
ისეირნეთ, იმოძრავეთ, ოღონდ დაიცავით დისტანცია - ხათუნა ზახაშვილი

 

გარეთ სეირნობისა და სუფთა ჰაერზე ყოფნის საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს. ისეირნეთ, იმოძრავეთ, იყავით ფიზიკურად აქტიურები, ოღონდ დაიცავით დისტანცია, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ხათუნა ზახაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, სოციალური დისტანცირება და ფიზიკური მანძილის დაცვა ყოველთვის საჭიროა.

"ნუ იქნებით ახლოს შეჯგუფებული, ნუ იქნება დიდი კონცენტრაცია ადამიანების. სოციალური დისტანცირება და ფიზიკური მანძილის დაცვა გახსოვდეთ, რომ საჭიროა ყოველთვის, ნებისმიერ ადგილზე, ეს იქნება ეზოში, ვერანდაზე თუ სხვა რომელიმე ღია სივრცეში,“ - თქვა ზახაშვილმა.

 

| Print |