ჯანდაცვა
ადამიანებს ჩიპების სჯერათ და ვირუსი რომ არსებობს, მაგის არა - იმნაძე

 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის უფროსის მოადგილე პაატა იმნაძემ, კორონავირუსის ვაქცინის შესახებ ისაუბრა. მას არ აქვს მოლოდინი, რომ ეფექტური ვაქცინა 2020 წელს გვექნება. 

“ბევრი სხვადასხვა ცენტრი არის მსოფლიოში, რომელიც ამზადებს ვაქცინას, უკვე მზადაც აქვთ და გამოცდაც მიმდინარეობს. მოგეხსნებათ, გამოცდის სხვადასხვა ფაზაა, პირველი, მეორე, მესამე და ა.შ. მაგრამ ფაქტი ის არის, რომ არა მგონია, ვაქცინა რეალურად გამოჩნდეს მსოფლიო ბაზარზე ზამთარზე ადრე. ეფექტიანი წამალი შეიძლება უფრო ადრე გვქონდეს". 

იმნაძე საზოგადოებაში გავრცელებულ შიშებსაც გამოეხმაურა. 

"ადამიანებს ჩიპების და რაღაცების სჯერათ და ვირუსი რომ არსებობს, მაგის არ სჯერათ. ვირუსი არის, არ გამქრალა არსად. ამიტომ ნებისმიერ დროს თუ ჩვენ არ ვიქნებით მაქსიმალურად ფრთხილად, არ დავიცავთ წესებს, ყოველთვის არის ვარიანტი, რომ შემობრუნდეს. ზამთარში, რა თქმა უნდა, როცა სეზონი დადგება რესპირაციული დაავადებების, დიდი მოლოდინია, რომ ვირუსი შემობრუნდება", - განაცხადა იმნაძემ.

 

| Print |