ჯანდაცვა
ამირან გამყრელიძე ვარაუდობს, რომ პირბადე საჭირო აქსესუარი გახდება დაახლოებით 1-2 წელი
„არავინ ელოდა, რომ კორონავირუსის გავრცელება ასეთ მასშტაბებს მიიღებდა“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა განაცხადა. ამირან გამყრელიძის თქმით, ის რომ ეპიდემია იქნებოდა და არა პანდემია, საქართველომ მალე აღიქვა და მზადება დაიწყო. 

რაც შეეხება იმას, თუ რამდენი ხნის განმავლობაში მოგვიწევს პირბადის ტარება.

„ვერ გეტყვით, რომ პირბადე მთელი ცხოვრების განმავლობაში საჭირო აქსესუარი გახდება, მაგრამ რაღაც პერიოდი ასე იქნება. მე მგონია, რომ დაახლოებით, 1-2 წელი“, - აღნიშნა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსი 683 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 419 უკვე გამოჯანმრთელდა, 12 პაციენტი კი გარდაიცვალა.
| Print |