ჯანდაცვა
ავარიისას დაშავებული ახალგაზრდა კლინიკაში გადაიყვანეს
ავტოსაგზაო შემთხვევისას დაშავებული ახალგაზრდა მამაკაცი ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს. ქვეითს ავტომობილი თამარაშვილის ქუჩაზე, გზის გადაკვეთისას დაეჯახა.

კლინიკის მენეჯერი ამბობს, რომ დაშავებულის გამოკვლევა ჯერ არ დასრულებულა. რევაზ კუჭუხიძის თქმით, ამის შემდეგ გაირკვევა, დატოვებენ თუ არა პაციენტს სამედიცინო დაწესებულებაში.

„ამ ეტაპზე მდგომარეობა მძიმე არ არის. პაციენტი ჯერ კვლევებზეა“.

შსს-მ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

| Print |