ჯანდაცვა
ბორჯომში ავარიისას დაშავებული ახალციხელი ქალი გარდაიცვლა
ქალი, რომელიც ლიკანის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევისას დაშავდა, დღეს რვა აგვისტოს გარდაიცვალა. 12 დაშავებულიდან ყველაზე მზიმე მდგომარეობაში ის იმყოფებოდა. პაციენტი ბორჯომის სამედიცინო ცენტრში შეიყვანეს, თბილისიდან ჩამოსულმა სპეციალისტების ჯგუფმა კი ბარძაყის და ბეჭის ძვლის მოტეხილობით დედაქალაქში გადაიყვანეს. ოჯახის წევრების თქმით, ოპერაციამ კარგად ჩაიარა, თუმცა ქალის მდგომარეობა შემდეგ დღეებში დამძიმდა.
გარდაცვლილი სოფელ თისელის მკვიდრია. ის თბილისი-ახალციხის სამარშუტო ტაქსში იჯდა.

ბორჯომში ავტოსაგზაო შემთხვევა 1-ელ აგვისტოს მოხდა. ერთმანეთს ახალციხის სამგზავრო მიკროავტობუსი და სუპერმარკეტების ქსელის "მაგნიტის" სადისტრიბუტორო ავტომანქანა შეეჯახა.

შსს-ო გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით აგრძელებს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს.
| Print |