ჯანდაცვა
კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებმა 20, 30 და 40 წლის ახალგაზრდებში მნიშვნელოვნად მოიმატა - ჯანმო
ბევრმა მათგანმა არ იცის, რომ დაინფიცირებულია და უფროსი ასაკის ადამიანებს საფრთხეს უქმნის, - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დასავლეთ წყნარი ოკეანის რეგიონალურმა დირექტორმა, ტაკეში კასაიმ განაცხადა.

„ეპიდემია იცვლება. 20, 30 და 40 წლის ახალგაზრდები სულ უფრო მეტად უწყობენ ხელს ვირუსის გავრცელებას. ბევრმა მათგანმა არ იცის, რომ დაინფიცირებულია და უფროსი ასაკის ადამიანებს საფრთხეს უქმნის“, - აღნიშნა ტაკეში კასაიმ.

ცნობისათვის, ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსის 22 062 541 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 14 805 191 და დაღუპულია 777 668 ადამიანი.
| Print |