ჯანდაცვა
კორონავირუსით ინფიცირებული 3 შემოტანილი შემთხვევაა, ერთი სამედიცინო პერსონალია და ერთზე კვლევა გრძელდება
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული 9 ახალი პაციენტიდან 4-ის წყარო ლენჯერია, 3 შემოტანილი შემთხვევაა, ერთი სამედიცინო პერსონალია და ერთ შემთხვევასთან დაკავშირებით გრძელდება ეპიდემიოლოგიური კვლევა წყაროს დადგენის მიზნით. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ამჟამად 6 კრიტიკულად მძიმე პაციენტია, რომლებიც კოვიდ ცენტრების რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობენ.

“დღეს გვაქვს 9 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ახალი შემთხვევების განაწილება ასეთია: 4 პაციენტის წყარო ლენჯერია, სამი არის შემოტანილი შემთხვევა, აქედან ერთი გახლავთ სატვირთო ავტომანქანის მძღოლი, ერთი სამედიცინო პერსონალია და ერთ შემთხვევაზე გრძელდება ეპიდემიოლოგიური კვლევა წყაროს დადგენით მიზნით, ასევე კონტაქტების მოძიება გრძელდება. გამოჯანმრთელებულების ციფრი 10-ით გაიზარდა, გვყავდა 1098 და დღეს გვყავს 1108 გამოჯანმრთელებული. გამოჯანმრთელებულების პროცენტული მაჩვენებელი კვლავ 81%-ია. დღევანდელი მონაცემებით, კოვიდ ცენტრებში მკურნალობს 245 დადასტურებული პაციენტი.

245 შემთხვევის განაწილება სიმძიმეების მიხედით ასეთია -გუშინ გყავდა 5 კრიტიკულად მძიმე პაციენტი, დაგვემატა ერთი და ამჟამად გვყავს 6 კრიტიკულად მძიმე პაციენტი, რომლებიც კოვიდ ცენტრების რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობენ. 22 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, დანარჩენი პაციენტების უმეტესობა არის საშუალო სიმძიმის, დანარჩენები მსუბუქი და უსიმპტომო“,
-განაცხადა ეზუგბაიამ.

მან თბილისის ინფექციური საავადმყოფოს მონაცემებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათ ცენტრში ერთი კრიტიკულად მძიმე პაციენტია. ინფორმაციას ინტერპრენიუსი ავრცელებს.

„გუშინ გვყავდა 38 დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 5, დაგვემატა 3 ახალი დადასტურებული შემთხვევა და დღევანდელი მონაცემებით გყავს 36. სამივე დადასტურებული შემთხვევა არის დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტი. ახალი პაციენტებიდან ერთ-ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ჩვენს ცენტრში გვყავს ერთი კრიტიკულად მძიმე პაციენტი, ორი მძიმე პაციენტი და დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა არის საშუალო და მსუბუქი“,
- განაცხადა ეზუგბაიამ.
| Print |