ჯანდაცვა
სომხეთში ალკოჰოლით მოწამვლის შედეგად 11 ადამიანი გარდაიცვალა
სომხეთში ალკოჰოლით მოწამვლის შედეგად 11 ადამიანი გარდაიცვალა, - ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, კიდევ ოთხი მოწამლული მოქალაქე რეანიმაციულ განყოფილებებში იმყოფება.

სურსათის უვნებლობის ინსპექტირების სააგენტოს პრესსამსახურის უფროსმა, ანუშ ჰარუთინიანმა სააგენტო Armenpress-ს განუცხადა, რომ პირველადი ვერსიით, ქალაქ არმავირში მოქალაქეები კუსტარულად დამზადებული არყისგან მოიწამლნენ.

"არყის სავარაუდო მწარმოებელი დაკავებულია. გასაყიდად გამზადებულ პარტია კონფისკირებულია,"- განაცხადა ჰარუთინიანმა.

მედიის ინფორმაციით, საგამოძიებო კომიტეტმა ინციდენტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღძრა, მიმდინარეობს გამოძიება.
| Print |