ჯანდაცვა
„მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა“ - ახალციხელი ბავშვი მართვით სუნთქვაზე რჩება
რვა წლის ბავშვი, რომელსაც ექვს სექტემბერს ახალციხეში მოტოციკლი დაეჯახა, იაშვილის კლინიკაში მართვით სუნთქვაზე რჩება. ერთი კვირაა ექიმები მდგომარეობის გაუმჯობესებას ელიან, რათა ნეიროქირურგიულიი ოპერაცია გაუკეთონ. კლინიკის პრესსამსახურის თქმით, მდგომარეობა მათთან შეყვანის შემდეგ უცვლელია.

შეგახსნებთ, რომ რვა წლის ბავშვს ახალციხეში მოტოციკლი ექვს სექტემბერს დაეჯახა. დაშავებული ჯერ რეფერალურ ჰოსპიტალში შეიყვანეს, შემდეგ კი თავისა და ქვედა კიდურების დაზიანებებით, კატასტროფის ჯგუფმა თბილისში გადაიყვანა.

შსს-მ მომხდარზე ძიება სსკ-ის 276–ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

| Print |