ჯანდაცვა
ქირურგიულ და ნევროლოგიურ განყოფილებაში მკურნალობენ - ახალციხეში ავარიის დროს ოთხი პირი დაშავდა

 

ოთხი პირი დაშვდა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, რომელიც ახალციხეში, სოფელ ღრელთან მოხდა. 12 სექტემბერს, ჯიპის ტიპის ავტომანქანის მძღოლმა სავარაუდოდ, საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამოტრიალდა.

სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ოთხი დაშავებულიდან ორი კლინიკა „იმედში“, ორი კი ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანა. „იმედში“ გვითხრეს, რომ პაციენტებს მსუბუქი, ზედაპირული დაზიანებები აღენიშნებოდათ და სამედიცინო დაწესებულებაში ერთი ღამით დატოვეს.

„გუშინ ორივე ვნახე, სერიოზული არაფერი ჰქონდათ, ამიტომ ამ დილით უნდა გაეწერათ“, - გვითხრა მზია კაკოშვილმა.

„ევექსის“ კლინიკაში მკურნალობას აგრძელებს ორი პირი, რომელთა მდგომარეობა შედარებით რთული იყო.

„სტაციონარულ მკურნალობას აგრძელებენ. მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, ერთი ნევროლოგიურ განყოფილებაში წევს, მეორე ქირურგიულში“, - გვითხრა კლინიკურმა მენეჯერმა რევაზ კუჭუხიძემ.

 

| Print |