ჯანდაცვა
ახალციხეში კორონავირუსზე 12 პირის ანალიზის პასუხს ელიან
ახალციხის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ბაკურიანისა და ახალციხის საკარანტინე სივცეებში, კოვიდინფიცირებულთან კონტაქში მყოფი 60-მდე პირია განაწილებული. ეპიდემიოლოგის თქმით, დღეს, 20 სექტემბერს, საღამოს, 10-12 პირის ტესტის პასუხს ელოდებიან. გუშინ მიღებული 26 ანალიზის პასუხი ყველა უარყოფითია.

ქეთევან ჯინჭველაძის თქმით, საკარანტინე სიოვრცეებში მყოფ პირებს განმეორებითი ტესტირება 25 სექტემბერს ჩაუტარდებათ.

„უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, კარანტინში მყოფი პირები სასტუმროებს დატოვებენ. ახალციხელებს საზეიმოდ გვექნება საქმე. ჯერჯერობით მწვანე ზონის სტატუსს ახალციხე კვლავ ინარჩუნებს, რადგან ქალაქში კოვიდინფეცია არ გამოვლენილა“, - „მეცხრე არხთან“ აცხადებს ეპიდემიოლოგი ქეთევან ჯინჭველაძე.

შეგახსენებთ, რომ ადგილობრივების საკარანტინე სივრცეებში გადაყვანის მიზეზი ერთ-ერთი პირია, რომელიც დაახლოებით, ერთი კვირის წინ ახალციხეში, დედის დაკრძლვაზე იმყოფებოდა, 18 სექტემბერს კი სომხეთში დაბრუნებულს კორონავირუსი დაუდასტურდა.



| Print |