ჯანდაცვა
ადგილების სიმცირის გამო, კლინიკაში მოხვედრა გამიჭირდა - კოვიდინფიცირებული
ყოველდღიურად საქართველოში კორონავირუსის რეკორდული დღიური რაოდენობა ფიქსირდება. ჯანდაცვის სამინისტრო ირწმუნება, რომ ქვეყანა ეპიდემიას უმკლავდება და საწოლფონდი საკმარისია. თუმცა თავად კოვიდინფიცირებულები ამბობენ, რომ საავადმყოფოებში ადგილები შეზღუდულია.

ახალციხეში კოვიდის მიმართულებით ორი კლინიკა მუშაობს, თუმცა ინფიცირებულ მოქალაქეებს ადგილობრივ საავადმყოფოებში არ მკურნალობენ. 

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი ყოველდღიურად უკვე 2 000 აჭარბებს. ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ამ ეტაპზე, 68 საავადმყოფოში 5 116 საწოლია მობილიზებული. რამდენად ეყოფა საწოლფონდი პანდემიის პიკის დროს, რომელსაც ნოემბრის შუა რიცხვებში ელოდებიან, უცნობია. ჯანდაცვის სფეროში მომუშავე სპეციალისტების პროგნოზით, კი პიკის შემთხვევეში, საქართველში ყოველდღიურად 5000-მდე კოვიდ ინფიცირებული გამოვლინდება.

| Print |