ჯანდაცვა
რატომ ფიქსირდება COVID 19-ით გარდაცვალების მაღალი მაჩვენებელი საქართველოში?
საქართველოში კორონავირუსის დღიურმა შემთხვევებმა ბოლო პერიოდში 3 000-ს გადააჭარბა. გაიზარდა COVID 19-ით გარდაცვლილთა რაოდენობაც. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე, ამ დიაგნოზით, საქართველოს მასშტაბით 636 ადამიანია გარდაცვლილი, მათგან სამცხე-ჯავახეთში - 9 პირია. ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში გარდაცვალების 37 შემთხვევა დაფიქსირდა, მათ შორის ერთ-ერთი 32 წლის ქალია.

სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსით პირველი პაციენტი ახალქალაქის სოფელ აბულში გარდაიცვალა. რეგიონში გარდაცვლილ პაციენტებს შორის ყველაზე ახალგაზარდა ნინოწმინდის სოფელ დილიფში მცხოვრები 32 წლის ქალი იყო. კორონავირუსის დიაგნოზით, 9 პაციენტი სამცხე-ჯავახეთის 5 მუნიციპალიტეტში გარდაიცვალა. მათ შორისაა სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ექიმი ახალქალაქიდან.

Worldometer-ის მიხედვით, მსოფლიოს ქვეყნებიდან კოვიდ 19-ით გამოწვეული სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებლით ამერიკა ლიდერობს. მეორე ადგილი კი ინდოეთს უჭირავს.

| Print |