ჯანდაცვა
ახალციხის ორი საავადმყოფო კოვიდმიმღებ კლინიკად გადაკეთდა
კორონავირუსის ახალმა შემთხვევებმა ყოველდღიურად, 3 ათასს გადააჭარბა. მოქალაქეები ჯანდაცვის სერვისებზე წვდომის პრობლემაზე ალაპარაკდნენ, ხელისუფლება კი ამბობს რომ, ეპიდვითარებას სრულად აკონტროლებს. ბოლო დროს, პაციენტების ნაწილი ჩივის, რომ სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანას საჭიროებს, თუმცა მათთვის ადგილები აღარ არის. მთავრობამ საწოლფონდის მობილიზება დაიწყო და ახალციხის საავადმყოფოები კოვიდმიმღებ კლინიკებად გადააკეთა.

| Print |