ჯანდაცვა
ინფიცირებული მამაკაცი, რომლის შველასაც შვილი ითხოვდა, "იმედში" გადაიყვანეს
54 წლის კოვიდინფიცირებული მამაკაცი, რომლის შველასაც მისი ქალიშვილი ითხოვდა, ახალციხის რეფერალური ჰოსპიტლიდან კლინიკა "იმედში" გადაიყვანეს.

მას შემდეგ, რაც ინფიცირებული მამაკაცის შესახებ „მეცხრე არხმა“ გააშუქა, ტელეკომპანიას სასწრაფო დახმარების უწყებიდან დაუკავშირდნენ და საკითხით დაინტერესდნენ. რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ, მძიმე პაციენტისთვის ადგილი მხოლოდ კლინიკა "იმედში" გამოინახა. სამედიცინო დაწესებულებაში ამბობენ, რომ მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა.

ინფიცირებული მამის დახმარებას შვილი "მეცხრე არხის" საშუალებით 17 ნოემბერს ითხოვდა. იგი ამბობდა, რომ ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში მისი მდგომარეობის სიმძიმის გამო, მამას ვერ მკურნალობდნენ.

"ექიმმა მითხრა 10 საათის წამალი გვაქვს, თუ ამ დროში ვერ გადავიყვანთ, მოკვდებაო. მიშველეთ ვინმემ, დამეხმარეთ, მამა მიკვდება“, - ამბობდა პაციენტის შვილი.

შეგახსენებთ, რომ "კლინიკა "იმედი" მძიმე მდგომარეობაში მყოფ კოვიდინფიცირებულ პაციენტებს უკვე რამდენიმე დღეა იღებს.  

| Print |