ჯანდაცვა
ბორჯომის სამედიცნო ცენტრი კოვიდკლინიკად გადაკეთდება
ორჯომის სამედიცნო ცენტრის დირექტორი, ირაკლი დიასამიძე ამბობს, რომ მომავალი წლიდან კლინკა კოვიდცენტრად გადაკეთდება და მხოლოდ ინფიცირებულ პაციენტებს უმკურნალებენ. მანამდე კი თანამშრომლებს გადაამზადებენ.

„ამ ეტაპზე მრავალპროფილური კლინიკა ვართ. 2021 წლის დასაწყისიდან იგეგმება კოვიდკლინიკად გადაკეთება, ამჟამად სარემონტო სამუშაობი მიმდინარეობს“, – განაცხადა ირაკლი დიასამიძემ.

ბორჯომის სამედიცნო ცენტრი 36 საწოლზეა გათვლილი და რეაბილიტაციის შემდეგ საწოლფონდის რაოდენობა 55–მდე გაიზრდება.

„სამწუხაროდ საქართველოს არ აქვს ისეთი ფუფუნება, რომ სხვა მუნიციპალიტეტებიდან ექიმები მოვიწვიოთ, ყველასგან ერთი და იგივე პრობლემა დგას, ამიტომ მოხდება ადგილობრივების გადამზადება და ისინი მიხედავენ პაციენტებს",– განმარტა დიასამიძემ.



| Print |