ჯანდაცვა
ერთ დღეში, სამცხე-ჯავახეთში COVID19-გან 31 პაციენტი გამოჯანმრთელდა
ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამცხე-ჯავახეთში, კოვიდ 19-ით კიდევ 93 პირი დაინფიცირდა. სამხარეო ადმინისტრაციის აპარატის ინფორმაციით, ინფიცირების ყველაზე მეტი – 35 შემთხვევა ბორჯომში დაფიქსირდა, 27 – ახალციხეში, 17 - ადიგენში, 1- ახალქალაქში, 11 – ასპინძაში, ხოლო 2– ნინოწმინდაში.

მოკვლეულია ინფიცირებულებთან კონტაქტში მყოფი 125 პირი. კვლევაში რჩება 93 ნიმუში.

ბოლო დღე-ღამეში გამოჯანმრთელდა კიდევ 31 პაციენტი და მათი რიცხვი 741-მდე გაიზარდა.

სამცხე-ჯავახეთში თვითიზოლაციაში იმყოფება 1798 პირი. აქედან, ახალციხეში – 773, ადიგენში – 431, ასპინძაში – 140, ახალქალაქში - 122, ბორჯომში – 310, ნინოწმინდაში - 22 პირი.

რეგიონის საკარანტინე სივრცეებში 267 პირია მოთავსებული, აქედან 65 – ახალციხეში, ბაკურიანის სასტუმროებში კი 201 .

28 ნოემბრის მონაცემებით, რეგიონში 2156 პირია ინფიცირებული, მათგან 18 გარდაიცვალა,741 კი გამოჯანმრთელდა.

| Print |