ჯანდაცვა
სამცხე-ჯავახეთში ყველაზე მეტი ინფიცირებული ახალციხეში გამოვლინდა
ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამცხე-ჯავახეთში, კოვიდ 19-ით კიდევ 50 პირი დაინფიცირდა. სამხარეო ადმინისტრაციის აპარატის ინფორმაციით, ინფიცირების ყველაზე მეტი – 18 შემთხვევა ახალციხეში დაფიქსირდა, 9- ბორჯომი, 14 - ადიგენში, 4- ახალქალაქში, 5 – ასპინძაში, ხოლო 0– ნინოწმინდაში.

მოკვლეულია ინფიცირებულებთან კონტაქტში მყოფი 149 პირი. 

ბოლო დღე-ღამეში გამოჯანმრთელდა კიდევ 18 პაციენტი და მათი რიცხვი 763-მდე გაიზარდა.

სამცხე-ჯავახეთში თვითიზოლაციაში იმყოფება 1694 პირი. აქედან, ახალციხეში – 737, ადიგენში – 346, ასპინძაში – 119, ახალქალაქში - 122, ბორჯომში – 343, ნინოწმინდაში - 27 პირი.

რეგიონის საკარანტინე სივრცეებში 252 პირია მოთავსებული, აქედან 59 – ახალციხეში, ბაკურიანის სასტუმროებში კი 177.

29 ნოემბრის მონაცემებით, რეგიონში 2206 პირია ინფიცირებული, მათგან 18 გარდაიცვალა,763 კი გამოჯანმრთელდა.

| Print |