ჯანდაცვა
სამცხე-ჯავახეთში ყველაზე მეტი ინფიცირებული ბორჯომში გამოვლინდა
ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამცხე-ჯავახეთში, კოვიდ 19-ით კიდევ 74 პირი დაინფიცირდა. სამხარეო ადმინისტრაციის აპარატის ინფორმაციით, ინფიცირების ყველაზე მეტი – 34 შემთხვევა ბორჯომში დაფიქსირდა, 31- ახალციხეში, 5 - ადიგენში, 1- ახალქალაქში, 1 – ასპინძაში, ხოლო 2– ნინოწმინდაში.

მოკვლეულია ინფიცირებულებთან კონტაქტში მყოფი 136 პირი.

ბოლო დღე-ღამეში გამოჯანმრთელდა კიდევ 28 პაციენტი და მათი რიცხვი 791-მდე გაიზარდა.

სამცხე-ჯავახეთში თვითიზოლაციაში იმყოფება 1595 პირი. აქედან, ახალციხეში – 758, ადიგენში – 303, ასპინძაში – 111, ახალქალაქში -130 , ბორჯომში – 266, ნინოწმინდაში - 27 პირი.

რეგიონის საკარანტინე სივრცეებში 253 პირია მოთავსებული, აქედან 60 – ახალციხეში, ბაკურიანის სასტუმროებში კი 193.

30 ნოემბრის მონაცემებით, რეგიონში 2280 პირია ინფიცირებული, მათგან 18 გარდაიცვალა.

| Print |