სამცხე–ჯავახეთის კლინიკებში კოვიდპაციენტებისთვის 9 თავისუფალი ადგილია
9 დეკემბრის მდგომარეობით სამცხე-ჯავახეთის სამედიცინო დაწესებულებები მხოლოდ 9 კოვიდპაციენტის მიღებას შეძლებენ. რაც შეეხება კოვიდსასტუმროს, აქ 33 თავისუფალი ადგილია.
სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, კოვიდპაციენტებისთვის, რეგიონის მასშტაბით, 122 საწოლია მობილიზებული. ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში, ინფიცირებული პირებისთვის 17 საწოლი განკუთვნილი, კლინიკა „იმედში“- 60, ადიგენში - 30, ნინოწმინდაში - კი 15 საწოლი.
ახალციხის ორ კოვიდმიმღებ სასტუმროში სულ 95 ადგილია მობილიზებული.