ჯანდაცვა
სიტუაციის სტაბილიზაციის გარკვეული ნიშნები აღინიშნება - თამარ გაბუნია
კორონავირუსის ახალი დადასტურებული შემთხვევების სიმცირე, შაბათ-კვირას ჩატარებული ტესტების სიმცირეს უკავშირდება - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა.

თუმცა, ამის მიუხედავად, როგორც მან უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, ვირუსის გავრცელების სტაბილიზაციის გარკვეული ნიშნები არსებობს.

„დღევანდელი მდგომარეობით, ახალი შემთხვევების რაოდენობა ბოლო პერიოდთან შედარებით, უჩვეულოდ დაბალი იყო. გარკვეულწილად ეს უკავშირდება შაბათ-კვირას ტესტირების შედარებით დაბალ ინტენსივობას. თუმცა, დადებითობის მაჩვენელი მაინც სტაბილური რჩება და მიუთითებს იმას, რომ გარკვეული ნიშნები სიტუაციის სტაბილიზაციის აღინიშნება. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო სტაბილიზაციის სურათი აჭარის რეგიონისთვის. აჭარის რეგიონში ეპიდემიის მატება დაიწყო ადრე და ახლა კი შემთხვევების გარკვეული კლებაც აღინიშნება. უნდა დავაკვირდეთ ჩვენ ამ ტენდენციას კიდევ ერთი კვირის გნამავლობაში, სანამ საბოლოო მყარი დასკვნა გვექნება იმის შესახებ თუ რა მიმართულებით მიდის ეპიდემიია როგორც რეგიონებში, ასევე ქვეყანაში", - განაცხადა გაბუნიამ.

შეგახსენებთ, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსის 1 337 ახალი დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა.
| Print |