ჯანდაცვა
სამცხე-ჯავახეთში კოვიდპაციენტებისთვის საწოლფონდების რაოდენობა გაიზარდა
14 დეკემბრის მდგომარეობით, სამცხე-ჯავახეთის სამედიცინო დაწესებულებები 7 კოვიდპაციენტის მიღებას შეძლებენ. რაც შეეხება კოვიდსასტუმროს, აქ 14 თავისუფალი ადგილია.

სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, კოვიდპაციენტებისთვის, რეგიონის მასშტაბით, საწოლფონდის რაოდენობა 158-მდე გაიზარდა. მათ შორის, ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში, ინფიცირებული პირებისთვის 17 საწოლია განკუთვნილი, კლინიკა „იმედში“- 60, ადიგენში - 30, ნინოწმინდაში 15 და ბორჯომში 36 საწოლი.

ახალციხის ორ კოვიდმიმღებ სასტუმროში სულ 95 ადგილია მობილიზებული. яндекс

| Print |