ჯანდაცვა
ბორჯომის კლინიკა კოვიდთან ბრძოლაში 36 საწოლით ჩაერთო
ბორჯომის სამედიცინო ცენტრმა კოვიდ პაციენტების მიღება დაიწყო. „ჯეო ჰოსპიტალსის” ხელმძღვანელის, თქმით, კლინიკა კოვიდ პაციენტებს უკვე მეორე დღეა იღებს. ირაკლი დიასამიძის განმარტებით, სამედიცინო დაწესებულება ჰიბრიდული მეთოდით იმუშავებს.

კლინიკამ 15 კოვიდპაციენტი უკვე მიიღო. ამ დროისთვის სამედიცინო ცენტრში ინფიცირებულებისთვის  21 თავისუფალი საწოლია.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში ამ დრომდე ჩართული იყო ახალციხის ორი კლინიკა, ნინოწმინდისა და ადიგენის სამედიცინო დაწესებულებები.

| Print |