ჯანდაცვა
ამირან გამყრელიძე მოსახლეობას ტესტირების მაქსიმალურად ჩატარებას სთხოვს
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ მოსახლეობას ტესტირების მაქსიმალურად ჩატარებისკენ მოუწოდა.

მისი თქმით, კორონავირუსისა და სხვა რესპირაციული ვირუსების დიფერენცირება აუცილებელია, მითუმეტეს იმ ფონზე, როდესაც გასულ კვირას გრიპის ვირუსის შემთხვევა უკვე დაფიქსირდა.

„მნიშვნელოვანია ტესტირების გაფართოება. მინდა მოსახლეობას მოვუწოდო და მივმართო, მაქსიმალურად ჩაიტარონ ყველა მსუბუქი შემთხვევების შემთხვევაში ტესტირება, რამეთუ ახლა აუცილებელია დიფერენცირება, რადგან გასულ კვირას გრიპის ვირუსი გამოჩნდა. უფრო მოიმატებს დეკემბრის ბოლოს, იანვრის პირველ ორ კვირაში. ამიტომ, ეს დიფერენციალური დაიგნოსტიკა სასურველია. ამის საშუალება არის. ძალიან ბევრი პუნქტია ქვეყანაში, სადაც ადამიანებს შეუძლიათ მივიდნენ და 15-20 წუთში სწრაფი ტესტით დიფერენციაცია გააკეთონ, მისი რესპირაციული სიმპტომები გრიპით არის გამოწვეული, სხვა რესპირაციული ინფექციით თუ კორონავირუსით. მნიშვნელოვანია, რომ ამ გაფართოებული ტესტირების ფონზე, უფრო ადრეულ ეტაპზე ხდება მსუბუქი სიმპტომებიანი ადამიანების იდენტიფიცირება და მათი სწრაფი იზოლირება, რაც სწორედ ეფექტს ახდენს შემდეგ გამოსავალზე.

მნიშვნელოვნად გაფართოებულია ხელმისაწვდომობა ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში. ვისარგებლოთ ამ შემოთავაზებით და უფრო აქტიურად მივმართოთ. სამწუხაროდ, შაბათ-კვირას იკლებს და გვინდა, რომ უფრო მეტი იყოს მიმართვიანობა“
,-განაცხადა გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, რომ ბოლო დღე-ღამის მონაცმებით, საქართველოში კორონავირუსის 3 487 ახალი შემთხვევა დაფიქსორდა, მათგან სამცხე-ჯავახეთში - 76 ინფიცირებული პირი გამოვლინდა.
| Print |