ჯანდაცვა
ბორჯომის კლინიკასა და სასწრაფო დახმარების სამსახურს ჟანგბადის აპარატები გადაეცა
ბორჯომის „ჯეოჰოსპიტალსის“ სამედიცინო ცენტრსა და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურს ჟანგბადის მიმწოდებელი 6 აპარატი გადაეცა. ბორჯომის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ზაალიშვილმა ჟანგბადის კონცენტრატორები სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს პირადად გადასცა.

ბორჯომის მერიის ინფორმაციით, პანდემიის პირველი ტალღის დროს, მოქალაქეების დასახმარებლად მათ ჟანგბადის 8 კონცენტრატორი შეიძინეს.
| Print |