ჯანდაცვა
თუ ახალი შტამი საქართველომდე მოაღწევს, კოლაფსი გველოდება - გიორგი ფხაკაძე
თუ კორონავირუსის ახალი შტამი საქართველომდე მოაღწევს, ჯანდაცვის სისტემას კოლაფსი ელოდება, - ამის შესახებ ჯანდაცვის საკითხებში გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველმა, გიორგი ფხაკაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ხარისხიანი სამედიცინო პირბადე შეიძლება იყოს ერთერთი საუკეთესო საშუალება, რომ ვიყოთ დაცულები.

"თუ ვერ მოხდება ამ ვირუსის შეჩერება და ეს გავრცელდება ევროპის კონტინენტზე და საქართველომდე მოვა, ჩვენთან იქნება უფრო სავალალო მდგომარეობა. დავინახეთ, რომ ჩვენი ჯანდაცვის სისტემა ვერ მართავს ამ ვირუსს. თუ ის მოხვდება საქართველოში, ჩვენ ძალიან გაგვიჭირდება. აქ ხარისხიანი სამედიცინო პირბადე შეიძლება იყოს ერთერთი საუკეთესო საშუალება, რომ ვიყოთ დაცულები, ვინაიდან, შეიძლება, ჩვეულებრივი პირბადე არ იყოს საკმარისი ამ შტამის საწინააღმდეგოდ.

რაც შეეხება ახალ შტამს, მოდით ასე ვთქვათ - პანიკის საფუძველი ჯერჯერობით არ არის. ფაქტი არის, რომ ბრიტანეთში დროზე გამოიჭირეს, მაგრამ ცოტა გამოეპარათ ასე ვთქვათ. ევროპის რამდენიმე ქვეყანაში შეძლეს იდენტიფიკაცია, როგორც ავსტრალიაში, ასევე სამხრეთ აფრიკაში, ანუ პრაქტიკულად ვისთანაც ბრიტანეთს აქვს ძალიან მჭიდრო ურთიერთობები და დღეიდან ევროპის თითქმის ნახევარი ქვეყნები კეტავენ საზღვრებს ბრიტანეთთან, არა მარტო ევროპის ქვეყნები, არამედ ევროპის გარეთ, რომ ჩვენ შევძლოთ ვაკონტროლოთ, რათა ეს ვირუსი არ გავრცელდეს, იმიტომ, რომ ამ ვირუსს ახასიათებს აგრესიულობა გავრცელების კუთხით.

რაც შეეხება სიკვდილობის მიმართულებით, ჯერჯერობით ჩვენ არაფერი არ ვიცით, იმიტომ, რომ გავიდა მხოლოდ ერთი კვირა. იმედია, რომ სიკვდილობის კუთხით ისეთივე აგრესიული არ იქნება"
- განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.

შეგახსენებთ, რომ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელი გადაწყვეტილებით, დიდ ბრიტანეთში დაფიქსირებული კორონავირუსის ახალი შტამიდან გამომდინარე, ბოლო 14 დღის განმავლობაში დიდ ბრიტანეთში მოგზაურობის ისტორიის მქონე ყველა ქვეყნის მოქალაქე საქართველოში შემოსვლისას 12-დღიან სავალდებულო კარანტინს დაექვემდებარება.

ევროპის ქვეყნებმა დიდ ბრიტანეთთან ფრენები კორონავირუსის ახალი შტამის აღმოჩენის გამო უკვე შეაჩერა.

report.ge
| Print |