ჯანდაცვა
სამცხე-ჯავახეთის კლინიკებში 26 პაციენტის მიღება შუძლიათ
28 დეკემბრის მდგომარეობით, სამცხე-ჯავახეთის კოვიდკლინიკებს 26 პაციენტის მიღება შეუძლიათ. ამ დროის მონაცემებით, კლინიკებში 132 საწოლია დაკავებული. რაც შეეხება კოვიდსასტუმროს, აქ 78 თავისუფალი ადგილია.

სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, კოვიდპაციენტებისთვის, რეგიონის მასშტაბით, 158 საწოლფონდია მობილიზებული. მათ შორის, ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში, ინფიცირებული პირებისთვის 17 საწოლია გამოყოფილი, კლინიკა „იმედში“ - 60, ადიგენში - 30, ბორჯომში - 36, ნინოწმინდაში კი 15 საწოლი.

ახალციხის ორ კოვიდმიმღებ სასტუმროში მსუბუქი პაციენტებისთვის სულ 95 ადგილია მობილიზებული.
| Print |