ჯანდაცვა
რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდენ კლინიკები ვაქცინაციის ჩასატარებლად?
პრიორიტეტული ვაქცინაცია შეეხება სრულიად ყველას. ეს არ არის ქალაქებზე ორიენტირებული. 3 ქალაქი გამოყოფილია იმისთვის, რომ იქ მოხდეს უშუალოდ ვაქცინიაცია ანუ ვაქცინის ადმინისტრირება მოხდება დიდ საავადმყოფოებში, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

მისივე თქმით, მომზადების გეგმა ითვალისწინებს კლინიკების შერჩევას და შერჩევისთვის განსაზღვრული მოთხოვნებია, რასაც კლინიკა უნდა აკმაყოფილებდეს.

„ფართი უნდა იყოს საკმარისი. სულ მცირე სამი ბრიგადა უნდა მუშაობდეს ერთ დაწესებულებაში, რომ ნაკადები არ შეფერხდეს ვაქცინის მიწოდების პროცესში. ასევე უნდა იყოს ცალკე შესასვლელი. აგრეთვე უნდა იყოს გვერდითი მოვლენების მართვის შესაძლებლობა და ამასთან დაკავშირებით ტრენინგები მიმდინარეობს. გვერდითი მოვლენები ყველა ვაქცინას ახასიათებს, თუმცა ძალიან იშვიათად არის მოსალოდნელი გვერდითი მოვლენები „ფაიზერის“ ვაქცინის ფონზე. ასევე კარგი შედეგები აქვს ამ მიმართულებით „ასტრაზენეკასაც“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ ,,იმედის" ეთერში.
| Print |