ჯანდაცვა
კახი კავსაძე რეანიმაციაშია
მსახიობი კახი კავსაძე სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლალი ტურძელაძის განცხადებით, მსახიობის მდგომარეობა საავადმყოფოში შემოყვანის მომენტშიც მძიმე იყო.

კახი კავსაძე საავადმყოფოში რამდენიმე დღის წინ სუნთქვის უკმარისობითა და პნევმონიით შეიყვანეს, ამჟამად მისი მდგომარეობა შედარებით უკეთესია, თუმცა კვლავ რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.
შეგახსენებთ, რომ მსახიობი კორონავირუსის დიაგნოზით კლინიკაში გასული წლის 28 ნოემბერს გადაიყვანეს. ის მკურნალობას თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადიოდა.

| Print |