ჯანდაცვა
"შეფერხებები შეიქმნა მოწოდებასთან დაკავშირებით" - რატომ იგვიანებს ვაქცინა?
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრობის კანდიდატის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, “ფაიზერის” პლატფორმიდან მოწოდებასთან დაკავშირებით გარკვეული შეფერხებები შეიქმნა, თუმცა იმისთვის, რომ ეს პროცესი, რაც შეიძლება დაჩქარდეს აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს.

როგორც ტიკარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, “ასტრაზენეკასთან” მიმართებით მსგავსი შეფერხებები არ არის და ვაქცინა ქვეყანაში გეგმის შესაბამისად განხორციელდება.

“ვაქცინასთან დაკავშირებით გვაქვს ხელშეკრულება. ნაწილი “კოვაქს პლატფორმასთან” ნაწილი პირდაპირ მწარმოებელთან. ამ ეტაპისთვის თარიღების დაზუსტება მიმდინარეობს, რადგან “ფაიზერის” კუთხიდან გარკვეული შეფერხებები შეიქმნა, მოწოდებასთან დაკავშირებით და სწორედ ეს გახდა მიზეზი, რომ საქართველოში ამ ეტაპისთვის ის 30 000 “ფაიზერის” ვაქცინა შემოსული არ არის, თუმცა აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები იმისთვის, რომ ეს პროცესი რაც შეიძლება დაჩქარდეს. რაც შეეხება რომელ ვაქცინაზე გვაქვს მოთხოვნა გაგზავნილი ესაა ძირითადად: მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მხრიდან ლიცენზირებული ვაქცინები, როგორც “ფაიზერი”, ასევე “ასტრაზენეკასი”.

“კოვაქს პლატფორმა” შეფერხების მიზეზი არ არის და შეფერხების მიზეზი, მხოლოდ “ფაიზერთან” მიმართებაში არსებობს. “ფაიზერს” წარმოების კუთხით გარკვეული შეფერხება ჰქონდა, მან ვერ მოახერხა ვერც დასავლელი ქვეყნებისთვის მიეწოდებინა ის დათქმული რაოდენობა, რაზეც ხელშეკრულებები დადებული ჰქონდათ.

“ასტრაზენეკასთან” მიმართებაში მსგავსი შეფერხებები არ არის და ვთვლით, რომ ის გეგმის შესაბამისად განხორციელდება. პირველი კვარტალი იქნება საბოლოო ვადა და პირველ კვარტალს არ გადასცდება, თუმცა რა თქმა უნდა, ჩვენთვის როგორც სახელმწიფოსთვის, ასევე ჯანდაცვის სამინისტროსთვის პრიორიტეტია ვაქცინების შემოტანა და ყოველდღიურ რეჟიმში ამ მიმართულებით ინტენსიურად ვმუშაობთ. ასევე მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ამ მოლაპარაკებებში დიპლომატიური კორპუსი აქტიურადაა ჩართული”
, - განაცხადა ტიკარაძემ.
| Print |