ჯანდაცვა
სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის ვაქცინა შემოიტანეს
დღეს სამცხე-ჯავახეთის ექვსივე მუნიციპალიტეტში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა შემოიტანეს. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის ფატი ხაბულიანის განცხადებით ახალციხეში ვაქცინის 400 დოზააა შემოტანილი, რომელიც ამ ეტაპზე მხოლოდ სამედიცინო პერსონალზეა გათვლილი.

„ვაქცინაცია ახალციხეში 15 მარტს 10 საათიდან დაიწყება და ყველა მედ-პერსონალს ჩაუტარდება “, - ამბობს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი ფატი ხაბულიანი.

ხვალ ვაქცინაციის პროცესი ახალციხის კლინიკა "იმედსა" და "ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში" დილიდანვე დაიწყება. 

„ვაქცინაციის პროცესი ევექსში დილიდანვე დაიწყება, ეს ნებაყოფლობითია და ვინც გამოთქვამს სურვილს ყველას გაუკეთდება ვაქცინა, კონკრეტულ რიცხვს ვერ
გეტყვით“,
- ამბობს ახალციხის რეფერალური ჰოსპიტალის მენეჯერი რეზო კუჭუხიძე.

„პირველ ეტაპზე ვაქცინა მხოლოდ მედ-პერსონალისთვის არის განკუთვნილი და ვაქცინაციის პროცესი ჩვენს კლინიკაში 10 საათიდან დაიწყება. მაგრამ ჯერ არავინ დარეგისტრირებულა ვაქცინის გასაკეთებლად, რეგისტრაცია როდის მოხდება ვერ გეტყვით“, - ამბობს კლინიკა იმედის მენეჯერი მზია კაკოშვილი.

| Print |