ჯანდაცვა
ახალციხეში ვაქცინაცია დაიწყო


სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო. პირველი, ვინც ინექცია გაიკეთა, კლინიკა "იმედის" რეანიმაციის ექიმი გიორგი აფციაურია. მან AstraZeneca-ს ვაქცინის პირველი დოზა დღეს, 15 მარტს გაიკეთა. 

ვაქცინაცია ახალციხის კლინიკა "იმედში" ხორციელდება.

პირველ ეტაპზე, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციას ექვემდებარება ჯანდაცვის სექტორში დასაქმებული ყველა პირი - ექიმი, ექთანი, სანიტარი, ლაბორანტი, სტომატოლოგი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტი, ეპიდემიოლოგი, ადმინისტრაციული მუშაკები (მენეჯერი, მძღოლი, რეგისტრატორი და ა.შ).

| Print |