ჯანდაცვა
ახალციხეში კორონავირუსის ვაქცინით 10 ექიმი აიცრა
სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო. ინექცია 15 მარტს ახალციხეში, მხოლოდ კლინიკა "იმედის" მედპერსონალს გაუკეთდა.

პირველი, ვინც კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთა, რეანიმაცია-ანესთეზიის განყოფილების უფროსი გიორგი აფციაური და კლინიკის დირექტორი გიორგი ბარძიმაძეა. პროცესს სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი და ახალციხის მერი დაესწრო. 

სამცხე-ჯავახეში ვაქცინის 1 400 დოზაა შემტანილი. ვაქცინაცია 17 მარტს ბორჯომის "ჯეო ჰოსპიტალში" , ნინოწმინდასა და ახალქალაქში დაიწყება, ხოლო 18 მარტს ასპინძასა და ადიგენში, "ევექსის კლინიკების" ქსელში ჩატარდება.

COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციას ექვემდებარება ჯანდაცვის სექტორში დასაქმებული ყველა პირი - ექიმი, ექთანი, სანიტარი, ლაბორანტი, სტომატოლოგი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტი, ეპიდემიოლოგი, ადმინისტრაციული მუშაკები (მენეჯერი, მძღოლი, რეგისტრატორი და ა.შ).

| Print |