ჯანდაცვა
დიდ შეცდომას ვუშვებთ, ნუ დაიღუპავთ თავს, მესამე ტალღის დიდი შანსია - ცერცვაძე
ძალიან დიდ შეცდომას ვუშვებთ - შეიძლება შემობრუნდეს ინფექცია, გამკაცრდეს შეზღუდვები, ისევ გაგვიჭირდეს ეკონომიკურად და ისევ გაგვიჭირდეს ცხოვრება. საჭიროა პირბადეები. ცოტახანი გავიჭირვოთ, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, ვაქცინაცია შედეგს რამდენიმე თვეში გამოიღებს, თუმცა მანამდე აუცილებელია, პირბადის ტარება და სოციალური დისტანცია.

„დრო უნდა, რომ ვაქცინამ თავისი შედეგი გამოიღოს. მანამდე პირბადეები, სოციალური დისტანცირება და ხალხმრავალი შეკრებებისგან თავის შეკავებაა საჭირო. ძალიან დიდ შეცდომას ვუშვებთ, 70%-დან 43%-მდე შემცირდა პირბადეების ტარების მაჩვენებელი. ნუ იზამთ, ნუ დაიღუპავთ თავს. 43% იცით რას ნიშნავს?! ნიშნავს იმას, რომ არის დიდი შანსი მესამე ტალღის. მთელ ევროპას ეშინია მესამე ტალღის, გერმანიის კანცლერმა მხარეების პრემიერ-მინისტრებთან შეთანხმებით გაახანგრძლივა „ლოქდაუნი“, ასე შვება ინგლისი, საფრანგეთი, ესპანეთი და ე.ი. შეიძლება შემობრუნდეს ისევ ეს ინფექცია, ისევ გამკაცრდეს შეზღუდვები, ისევ გაგვიჭირდეს ეკონომიკურად და ისევ გაგვიჭირდეს ცხოვრება. საჭიროა პირბადეები. ცოტა ხანი გავიჭირვოთ. მოდით, ვიყოთ გონიერები, ვაქცინა შემოვიდა ბოლოს და ბოლოს, ახლა რამდენიმე თვე მოვითმინოთ და პირბადეები ვატაროთ“, - განაცხადა ცერცვაძემ.
| Print |