ჯანდაცვა
ვაქცინაციის პირველი სერიოზული გვერდითი რეაქცია დაფიქსირდა - NCDC ახალციხეში მომხდარზე
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ახალციხეში მომხდარ შემთხვევას ეხმაურება, როცა 28 წლის ექთანი ვაქცინაციის შემდეგ კომაში ჩავარდა.

ამირან გამყრელიძის განცხადებით, შემთხვევა ვაქცინაციის პროცესში პირველი სერიოზული გვერდითი რეაქცია - ანაფილაქსიური შოკია, რომელიც ინექციიდან 15-30 წუთში ან ცოტა მოგვიანებით ფიქსირდება.

„ვაქცინაცია და ნებისმიერი წამალი არ გახლავთ დაზღვეული გვერდითი მოქმედებებისგან. ვაქცინებზე, ზოგადად, არსებობს მსუბუქი გვერდითი მოქმედებები და არსებობს სერიოზული გვედითი მოქმედებები. ყველაზე სერიოზული გვერდითი მოქმედება, რომელიც ვითარდება სწრაფად ვაქცინის ან წამლის შეყვანის შემდეგ, ეს არის ანაფილაქსიური რეაქცია, რომელიც ვითარდება ინექციიდან 15-20 30 წუთში, თუმცა შეიძლაბა იყოს მოგვიანებითი რეაქცია,“ - განაცხადა გამყრელიძემ.

| Print |