ჯანდაცვა
კომაში მყოფი ექთანი თბილისში გადაიყვანეს
ექთანი, რომელიც ვაქცინაციის შემდეგ კომაში ჩავარდა, კატასტროფის ჯგუფმა თბილისში გადაიყვანა. 28 წლის ქალი ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განაცხადებით, ექთანს ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა და მისი მდგომარეობა მძიმეა. 

ექთანი მეგი ბაქრაძემ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 12:15 სატზე გაიკეთა. ვაქცინაციიდან დაახლოებით, 40 წუთში ექთანი შეუძლოდ გახდა. თვითმხილველების თქმით, ახალგაზრდა ქალმა გონება დაკარგა და კომაში ჩავარდა.
| Print |