ჯანდაცვა
ახალციხელი ექთანი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს
28 წლის ექთანი, რომელსაც ახალციხის კლინიკა "იმედში" კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთების შემდეგ, სავარაუდოდ, ანაფილაქსიური რეაქცია განუვითარდა, თბილისში გადაიყვანეს.

პაციენტი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კატასტროფის ჯგუფმა შეიყვანა.

ახალციხელ მედდას „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ სავარაუდოდ, გვერდითი რეაქცია ანაფილაქსიური შოკი დღეს განუვითარდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. 

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, შემთხვევა ვაქცინაციის პროცესში პირველი სერიოზული გვერდითი რეაქცია - ანაფილაქსიური შოკია, რომელიც ინექციიდან 15-30 წუთში ან ცოტა მოგვიანებით ფიქსირდება.

| Print |