ჯანდაცვა
პაციენტს ალერგიული რეაქციები არ აღენიშნებოდა - ტიკარაძე ახალციხელ მედდაზე
პაციენტს ალერგიული რეაქციები არ აღენიშნებოდა და ის ყოველწლიურად იცრებოდა გრიპის ვაქცინით,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ბრიფინგზე განაცხადა. საუბარია 27 წლის ექთანზე, რომელსაც ახალციხის „იმედის“ კლინიკაში „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აცრის შემდეგ მძიმე გვერდითი რეაქცია გამოუვლინდა.

„ყველა სამედიცინო დაწესებულებას აქვს ჩეკ ლისტი, რომელიც პაციენტის ვაქინაციამდე აუცილებად ივსება. ჩვენთვის ცნობილია, რომ პაციენტს ალერგიული რეაქციები არ აღენიშნებოდა და ის ყოველწლიურად იცრებოდა გრიპის ვაქცინით, თუმცა აქ მნიშვნელოვანია, რომ გვერდითი მოვლენების მართვის კომიტეტმა დადოს დასკვნა და ასევე მნიშვნელოვანია, რომ საუნივერისტეტო კლინიკის ექიმებს მიეცეთ საშუალება, დეტალურად შეისწავლონ მისი არსებული მდგომარეობა და იპოვონ სწორი გამოსავლები“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ახალციხეში კოვიდზე აცრილ ექთანს მძიმე გვერდითი რეაქცია დღეს განუვითარდა. საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო. ევროპის წამლის სააგენტოს ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ AstraZeneca-ს ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტური არჩევანია.
| Print |