ჯანდაცვა
ასეთი ტემპით ვაქცინაციას 2 წელი დასჭირდება - ანდრია ურუშაძე
ასეთი ტემპით თუ გავაგრძელეთ, ვაქცინაციას 2 წელი დასჭირდება,- ამის შესახებ ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი და ჯანდაცვის ექსპერტი ანდრია ურუშაძე აცხადებს.

მისი თქმით, აუცილებელია ვაქცინაცია და მის შესახებ საინფორმაციო კამპანია გააქტიურდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში სოციალური და ეკონომიკური კრიზისი გარდაუვალია.

“მოსახლეობას სჭირდება მეტი ინფორმაცია, მეტი მუშაობაა საჭირო მიზნობრივ ჯგუფებთან, საჭიროა ვაქცინაციის გეგმის დროულად შეთანხმება, რომ ყველამ იცოდეს, როდის რა რაოდენობით ვაქცინა შემოდის და რატომ არის ამ კონკრეტულ ვაქცინაზე არჩევანი შეჩერებული.

საჭიროა ორგანიზება, როგორც ვაქცინაციის პროცესის, ისე მისი გართულებების. ყველა შემთხვევა, რომელიც ეჭვს იწვევს, უნდა იყოს გამოძიებული, ღიად უნდა იყოს გაცხადებული მიზეზები, სხვანაირად ვაქცინააციის პროცესი წინ ვერ წავა.

ასეთი ტემპით თუ გავაგრძელეთ, 2 წელი დაგვჭირდება, რომ იმ რაოდენობის ადამიანების ვაქცინაცია მოვახდინოთ, რომლებიც საჭიროა საზოგადოებრივი იმუნიტეტის გამომუშავებისთვის”,
- აცხადებს ანდრია ურუშაძე.


NCDC-ს ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში უკვე აცრილია 8 536 მოქალაქე და რიგს ელოდება 13 736.
| Print |