ჯანდაცვა
ახალციხეში ბუნებრივმა აირმა ორ კორპუსში გაჟონა, არიან მოწამლულები
ქალაქ ახალციხეში ბუნებრივი აირით ინტოქსიკაციის შემთხვევა დაფიქსირდა. ცხრა აპრილის ქუჩაზე, საცხოვრებელ კორპუსში გაზმა გაჟონა, რის გამოც სამი პირი მოიწამლა.

სასწრაფო დახმარების სამსახურში გვითხრეს, რომ ჯგუფმა სამივე მოქალაქე ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანა, მათგან ორი არასრულწლოვანია. კლინიკის დირექტორის რავაზ კუჭუხიძის თქმით, მათთან ორი პაციენტის - ერთი არასრულწლოვნის და ზრდასრულის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, მესამეს კი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა არ დასჭირდა.

კომპანია "ინტერგაზში" ამბობენ, რომ 9 აპრილზე მომხდარი შემთხვევის შესახებ არ იციან, თუმცა დირექტორმა ვასილ აბულაძემ გვითხრა, რომ გაზის გაჟონვის შემთხვევა ასპინძის ქუჩაზე დაფიქსირდა და ადგილზე მათი სპეციალისტები მუშაობენ.
| Print |