ჯანდაცვა
„ვიოლა შეხვედრაზე დარჩა, მაგრამ კლინიკაში მალევე დაბრუნდა“ - რეანიმატოლოგი იმუნიზაციის ექიმზე
მეგი ბაქრაძის ოჯახის ადვოკატის განცხადებას, რომ იმუნიზაციის ექიმი ვიოლეტა ინასარიძე შემთხვევის დროს კლინიკაში არ იმყოფებოდა, რეანიმატოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი ადასტურებს. გიორგი აფციაურის თქმით, სამხარეო ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ვიოლეტა ინასარიძესთან ერთად იმყოფებოდა.

,,როგორც კი დამირეკეს, მაშინვე მოვტრიალდი კლინიკაში, ქალბატონი ვიოლა დარჩა, მაგრამ ისიც მალევე დაბრუნდა“,
- აცხადებს ექიმი-რეანიმატოლოგი.
კითხვაზე, მაშინ ვინ გაუწია პირველადი დახმარება შოკურ მდგომარეობაში მყოფ მედდას - პასუხობს, რომ უმცროსმა რეანიმატოლოგმა ბექა ლიპარტელიანმა.

პროკურატურის ინფორმაციით, გარდაცვლილ მედდას, როდესაც ცუდად გახდა, რეანიმატოლოგი არ მიშველებია. არც ვიოლეტა ინასარიძე იმყოფებოდა დაყოვნების ოთახში. არადა 20 მარტს მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში ვიოლეტა ინასარიძემ დეტალურად ისაუბრა, რა სახის პირველადი დახმარება აღმოუჩინა მეგი ბაქრაძეს დაყოვნების ოთახში.

პროკურატურა ექიმებს - ვიოლეტა ინასარიძესა და ბექა ლიპარტელიანს, ასევე ექთან თეა გზირიშვილს არასწორი ჩვენების მიცემას ედავება.
28 წლის მედდა 19 მარტს თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა. წინასწარი მონაცემებით, მას კოვიდსაწინააღმდეგო აცრის შემდეგ, რომელიც ახალციხეში, კლინიკა იმედში“, 18 მარტს ჩაუტარდა, სავარაუდოდ ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა.

კლინიკა იმედის ორ ექიმსა და ერთ ექთანს პროკურატურამ ბრალი ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტზე, 7 აპრილს წარუდგინა. უწყების ინფორმაციით, მათ ხელი შეუშალეს მართლმსაჯულებას და პირადი მოტივით, რათა არ გამჟღავნებულიყო, რომ ვიოლა ინასარიძე არ იმყოფებოდა პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევის დროს პაციენტთან, გამოძიებას ცრუ ინფორმაცია მიაწოდეს.

სამივე პირს ბრალდება სსკ-ს 370 -ე მუხლის მე-2 ნაწილით (მართლმსაჯულების ხელის შეშლა, რაც გამოიხატა გამოძიების დროს გამოსაკითხი პირის მიერ ცრუ ინფორმაციის მიწოდებით, ჩადენილი სხვა პირადი მოტივით) წარედგინათ, ბრალდებულები წაყენებულ ბრალს აღიარებენ.

Facebook Twitter
ამინდი
ახალციხე 16 °C
img
ახალქალაქი 14 °C
img
ასპინძა 20 °C
img
ადიგენი 22 °C
img
ბორჯომი 17 °C
img
თბილისი 22 °C
img
აბასთუმანი 14 °C
img
ბაკურიანი 11 °C
img
ნინოწმინდა 14 °C
img
ვალუტა
EUR
EUR
1
3.8523
RUB
RUB
100
4.4253
TRY
TRY
1
0.3781
USD
USD
1
3.1701
AMD
AMD
1000
6.1074
კალენდარი
«« ივნისი  »»
31 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 1234
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.