ჯანდაცვა
რა შემთხვევაში იქნება ვაქცინაცია ეფექტური (ინფოგრაფიკა)

 

სამცხე-ჯავახეთში ვაქცინაციის პროცესი „ჩავარდა“. 18 მარტის შემდეგ, როცა 28 წლის მედდას მეგი ბაქრაძეს, აცრის შემდეგ სავარაუდოდ, ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა და გარდაიცვალა, რეგიონში აცრის სურვილი არავის გამოუთქვამს.

ამ ეტაპზე, ვაქცინაცია ახალქალაქისა და ახალციხის კლინიკებშია შესაძლებელი, თუმცა ახალქალაქის „ევექსის ჰოსპიტალში“ ვაქცინაციის დაწყებიდან დღემდე, არავინ აცრილა.

ქართველი ეპიდემიოლოგებისა და ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელების თქმით, ვაქცინაცია წარმატებულად იმ შემთხვევაში ჩაითვლება, თუ ქვეყნის მოსახლეობის მინიმუმ, 60% აიცრება.

2014 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მიხედვით, სამცხე-ჯავახეთში 160 504 ადამიანი ცხოვრობს. ანუ, წარმატებული ვაქცინაციისთვის, რეგიონში სულ ცოტა, 96 000 პირი უნდა აიცრას. ოთხი კვირაა სამცხე-ჯავახეთში „ასტრაზენეკას“ 1 400 დოზაა შემოტანილი, თუმცა ერთ თვეში მხოლოდ, 26 პირი აიცრა. აქედან ექვსი ბორჯომში, 20 კი ახალციხეში.

12 აპრილის მდგომარეობით, ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობა შეადგენს 288 755, ვირუსს კი 3 883 პირი ემსხვერპლა.

როგორ აპირებს ხელისუფლება ვაქცინაციის პროცესის წარმატებით დასრულებას - უცნობია. ჯანდაცვის უწყებას ამის შესახებ აქამდე არ უსაუბრია, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში კი ჩვენს ზარებს და მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს არ პასუხობენ.

14 მარტიდან დღემდე საქართველოში 20 622 პირია აცრილი.
მომზადებულია საქართველოს ღია საზოგადოების ფონდისა, და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის (GCSD) ფინანსური მხარდაჭერით. ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდისა და ცენტრის პოზიციას. შესაბამისად, ღია საზოგადოების ფონდი და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი არ არიან პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
| Print |
თეგები: ვაქცინაცია /