ჯანდაცვა
შევისწავლით ჯავახეთის მოსახლეობის მოლოდინებს - თამარ გაბუნია
საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. თამარ გაბუნიას განმარტებით, რამდენიმე საავადმყოფო ემზადება ვაქცინაციის პროგრამაში ჩასართავად. რაც შეეხება ახალქალაქიდან 290 დოზის უკან დაბრუნების საკითხს, მინისტრის მოადგილის თქმით, ისინი შეისწავლიან ჯავახეთის მოსახლეობის მოლოდინებს.

,,ახალქალაქიდან ეს ერთი შემთხვევა იყო, როდესაც დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა დაიბრუნა უკან, რადგან ხარჯვა იყო დაბალი და ამ შემთხვევაში კიდევ განსაკუთრებული სხვაგვარი მიდგომაა საჭირო, მოსახლეობის მოლოდინი და მოთხოვნა რა ტიპის ვაქცინა იქნება მისთვის მისაღები ეს შევისწავლოთ და ამის მიხედვით გავაგრძელოთ ვაქცინაციის პროგრამა" - განმარტა თამარ გაბუნიამ.

მან ასევე ისაუბრა ჩინური წარმოების ვაქცინების - სინოვაკისა და სინოფარმის შესახებ. თამარ გაბუნიას განცხადებით, ორივე ვაქცინა თვის ბოლომდე ელოდება მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ ავტორიზაციის გავლას და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყებს საქართველო ვაქცინაციის პროცესს.
| Print |